იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი "დილა"
ჩატარების თარიღი: 27/10/2014
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლე გაეცნოს იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიას და შემოქმედებას
გაკვეთილის შედეგი: მოსწავლემ შეძლოს სამეტყველო სიტუაციებში ადეკვატურად რეაგირება .
მოსწავლემ შეძლოს ტექსტის გაგება და საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა
მოსწავლემ შეძლოს ტექსტის ლექსიკის ათვისება და მეტყველებაში გამოყენება
მოსამზადებელი ეტაპი: კლასი დაიყოფა მცირე ჯგუფებად (7-8 მოსწავლე) რომლებიც წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით :
1 ჯგუფი - მწერლის ბიოგრაფიას,
2 ჯგუფი- მწერლის შემოქმედებას,
3-4 ჯგუფი- მწერლის ნაწარმოებებს.
გაკვეთილის მსვლელობა: ჯგუფიდან შერჩეული მოსწავლე წარმოადგენს პრეზენტაციას, ფოტომასალას. მას ეხმარებიან თანაჯგუფელები.
თითოეულ გამომსვლელს ეთმობა 15 წუთი
თითოეულ გამომსვლელს ეთმობა 15 წუთი
პრეზენტაციის შეფასება: მოსწავლეთა მმუშაობა შეფასდება კრიტერიუმებით: ზეპირმეტყველბა, კითხვის ტექნიკა, პრეზენტაციის ტექნიკა.
გასვლითი გაკვეთილი კუს ტბაზე
ჩატარების თარიღი: 14/11/2014
თემის დასახელება: შემოდგომა-ბუნების სახეცვლილებაა
საგანი: ბუნების მეტყველება და ქართული ენა
კლასი: 2/2
ტექნიკური რესურსები: კომპიუტერში ჩატვირთული ვიდეო მასალები
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ აღწეროს სეზონები, დაასახელოს თვეები, გააკეთოს კოლაჟები, ჩანახატები
მოსწავლემ აღწეროს ცვლილებები, რომლებსაც განიცდიან მცენარეები და ცხოველები სეზონების მიხედვით
გაკვეთილის შედეგი: ფაქტობრივი მასალის შეგროვება (ფოთლები, გირჩები)
ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობა
ესთეტიკური აღზრდა.
მოსამზადებელი ეტაპი: შემოდგომაზე ნასწავლი ლექსების და თხზულებების გახსენება
შემოდგომაზე ვიდეო ჩანაწერის ჩვენება, განხილვა
ძირითადი ეტაპი: კუს ტბის მიდამოების დათვალიერება
ნატურალური მასალის შეგროვება
საუბარი, განხილვა, დისკუსია.
დასკვნითი ეტაპი: შემოდგომის ტყის დამზადება აპლიკაციებით, ინდივიდუალური ნამუშევრების გამოფენა პრეზენტაცია.
შეფასების საგანი: განმავითარებელი შეფასება.
სასწავლო პროექტის გეგმა
ჩატარების თარიღი:16/10/2014
თემის დასახელება: საქართველოს კუთხეების მრავალფეროვნება"
საგანი: ქართული ენა
კლასი: 2/2 კლასი
სასწავლო მასალა: ქართველ კლასიკოსთა ნაწარმოებები,საქართველოს ფიზიკური რუქა, თვალსაჩინოება (თიხის ჭურჭელი, კალათა...)
პროქტის მიზანი
და შედეგი: საქართველოს კუთხეების გაცნობა
ტექსტის გარშემო ვარაუდების წარმოთქმა და საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა
ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება და მისი პრეზენტაცია
ტექსტის ლექსიკის ათვისება და გამოყენება
ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობა.
ესთეტიკური აღზრდა.
პროექტის აღწერა: 1 ეტაპი
მოსწავლეებმა ინდივიდუალურად წაიკითხეს და გაკვეთილზე განიხილეს ნაწყვეტები ი.ჭავჭავაძის, ვ. ფშაველას, ნ. დუმბაძის,
ი. გოგებაშვილის და ა. წერეთლის ნაწარმოებიდან, რომლებშიც
კარგად ჩანს საქართველოს კუთხური მრავალფეროვნება. რუქაზე
გამოყვეს და შეისწავლეს კუთხეები, მათი მდებარეობის სპეციფიკა და გეოგრაფიული ბუნება
11 ეტაპი
ეთნოგრაფიული მუზეუმის დათვალიერება, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები საქართველოზე, გამართეს დისკუსია.
111 ეტაპი
მეორე დღეს მოსწავლეებმა სკოლაში წარმოადგინეს თხზულებები,
გამოხატეს შთაბეჭდილებები და დაურთეს ჩანახატები.
Комментариев нет:
Отправить комментарий